weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ 22 დღეში 10 160 ლარი აიღო

15:38 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა, თვის ბოლომდე, - ესე იგი 22 დღეში, - 10 160 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო. მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 2750 ლარი იყო.

მირიან მჭედლიშვილი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ 2017 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა. 2015 წლის აგვისტოდან ფინანსთა სამინისტროში გადასვლამდე, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2006-2014 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ კონტროლის დეპარტამენტის უფროსი.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მირიან მჭედლიშვილმა 2017 წელს ხელფასის სახით მიიღო 138 608 ლარი. მათ შორის, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (2017 წლის 1 იანვრიდან 8 დეკემბრამდე) - 128 448 ლარი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (2017 წლის 8 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე) - 10 160 ლარი.

აღნიშნული სამსახურების საშტატო ნუსხის თანახმად, მირიან მჭედლიშვილის თანამდებობრივი სარგო სუს-ში თვეში 2720 ლარი იყო, ფინანსთა სამინისტროში კი 2750 ლარი.  

„რეგინფო“ წერდა, რომ მირიან მჭედლიშვილი „ქართული ოცნების“ ფინანსური შემომწირველიც იყო, - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მან პარტიის ანგარიშზე 21 000 ლარი ჩარიცხა.

 

მსგავსი თემები:

სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ ერთ წელში დანამატი 42-ჯერ აიღო 

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა ერთ წელში დანამატი 37-ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]